IX
პოეტი ბრბოში
დღეს გაასვენეს შემოდგომით გაწვალებულირეგიის ღერი!მე მივყვებოდი მწუხარებას შეყვარებულიდა ქარვისფერი.ოჰ! ენკენისთვე ეპარება დარდივით მდელოს,მზე სად არ არი?მაინც, ძვირფასო, ჩემს სამშობლოს და სამფლობელოსარ აქვს საზღვარი.ვიცი: ვიქნები! მშვენიერი მიზნის სიძნელითთუ კი მოვედი,გადავიქანებ სიკვდილს მაღლა ამართულ ყელითმე, შავი გედი.პოეტი ბრბოში, სულ ერთია, ვიქნები ზრდილი:მსუბუქ მანდილითზედმეტი, უცხო, უნაყოფო და განდევნილიფოთლების ლანდი.