X
პირიმზე
დავიწყებული ჭიშკრის კარბაზეხავსი, ყავრები და წვიმის წვეთი!გაქრა ათასი თეთრი დარბაზი,გადარჩა მხოლოდ ცამეტი სვეტი.
კუბო კი ღამით სავსეა იით,და წაქცეული სვეტები დგება:ამოდის მთვარე და სამაიითფერმკრთალ ქალების მიმოდის წყება.
ცეკვავს სამეფოდ ნაქარგი ქოშიდა ხელსახოცთა ქრიან ზღაპრებიდა მეძახიან მშვიდ სამეფოშიმთები, სიზმრები და წინაპრები.
დილით დამჭკნარი არის ბალახი...ზედიზედ ისევ ეცემა სვეტი.გაიყვეს ძმებმა მოხუცი ბაღიდა მწუხარება დამრჩა ასეთი.