გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

VIII

შერიგება

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი!შავ ტანსაცმელით მე მოვირთვებიდა გავალ ქარში, როგორც მოცარტი:(მიყვარს მინდვრებში ქარის ზვირთები!)

ეხლა ამ სივრცეს, ეხლა ამ ბაღებსდა მყინვარს, მაღალ ლაჟვარდთა მეფეს,ჩემი თვალები გააზამბახებს,ვით შეყვარებულს და მეოცნებეს.

ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი,ლამაზი ცეცხლთა მარადი ნთებით:მე - მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე,მყინვარს - უმძიმეს იაგუნდებით!

ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზემშვენიერების ლექსით მქებელი!დღეს ყველგან მზეა და სილამაზესიკვდილთან ჩემი შემრიგებელი.