LXXXIV
გზაში
Iლურჯი აჩრდილი ცხელ ჰაერში დგას.ისმის ნაცნობი ჟრჟოლა სიმინდის,ზუზუნი გააქვს უბინაო სკას,ოჰ! სამუდამოდ დაწყევლილ სინდისს.
სულს ენატრება ძველი ზღაპარი!წარსული წმინდა იყო ამ ქალის -როგორც სოფელში სამრეკლოს ზარი,როგორც ყანებში ელვა ნამგალის.
როდის მოვიდა ცოდვების გროვადა ჯოჯოხეთი... მითხარი, როდის?დაბრუნდა სული და ვეღარ ჰპოვარამე, გარდა გზის და ცივი ლოდის.
IIმინდვრები, მთები და ზღვა ყანებიმზეზე ელვარებს ნამებით სველი,კვლავ უზრუნველად მივექანებიუჩვევად კარგი და ფეხშიშველი.
მოკლული ვიყავ უცხო ზმანებით,დამწვარი ვიყავ ქალაქის ქაფით -ხელები არ თრთის ხელთათმანებით!სული არ ტირის შავი ნიღაბით!
IIIმწვანე ჭალებში აფრინდა მწყერი,გაფრინდა ღალღა, მიქრის ტოროლა.მწვანე ტალღების მიდის მეწყერიისმის ჯეჯილის მარაო-ქროლა.
სადმე ყრუ ადგილს დავესახლებისხვა საუკუნის მგზავრი გვიანი,სადაც იქნება ცოფი ნაკლებიდა უფრო ნაკლებ ადამიანი.
ცა ლაჟვარდია... დღე არის თბილი,მზე არის მწარე... გზა არის ცხელი.კმარა! მოვშორდი შფოთიან ტფილისს!არც მსურს მახსოვდეს მისი სახელი!
IVდა ერთადერთი, ნაზი დარაჯი,გადიფრენს თვალწინ აჩრდილი მერის!არა-მქვეყნიურ უზუნდარაშიგაიყოლიებს სულის სიბერეს.
არ დაბრუნდება ამ მხარეს ცეცხლიწარსულთა დღეთა სხვანაირ მხარის;ეხლა უმიზნოდ მიდის სიცოცხლედა დაბრუნება მაინც მიხარის.
მხოლოდ ხანდახან ქარი შეარყევსოდნავ გაღებულს კარებს ბაღისას,შრიალი გააქვთ ძველებურ არყებს:სხვა ცხოვრებისთვის თითქო მაღვიძებს!
Vაქ მრავალია ცისფერი ფერი!ეს ფერი მარად თვალს ეყვარება,როგორც ქალწულის სახელი: მერი -არის ცისფერი და მწუხარება.
გახედე შორს მთებს! გახედე სერებს!გახედე ტალღებს ჩაქსოვილს ტბაში,ცისფერი ისე უცხოდ იფერებსსამოსელს დღეთა ელვარებაში.
სული ეძახის იმ უჩინარ ტყვეს,ვისაც სიზმრებში უხსნიან ბაგეს,იისთვის ეძებს იისფერ სიტყვებსდა ცისფერ სიტყვით ეძებს ციაგებს.