LXXXIII
დაბრუნება
ლიხს აქით და იქით, მტკვარს, ლიახვს და ფაზისს,არქმევენ უდაბნოდ გადაშლილ ოაზისს,სადაც მზე მწველია, ცხელია დარები,მცხეთაში გრიალით მიქრიან ზარები,გუგუნებს იტრიის ხეობა უღრანიდა ოხრავს წარსულზე ნანგრევი მუხრანი.ყოველგან უჩინრად ტირიან დანაკლისსთამარის ტაძრები და ძვლები ირაკლის.დაყოველ საფლავზე, მზის ყოველ ღეროზეხაზებად იშლება ეროსი,სიონი მთაწმინდად, გეგუთი გელათად,არაბთა თვალები, ქცეული ელადად,აზია -აღელვებს ოცნებას.საღამოს ლანდები, ვით ბინდი ნიავის,მიდამოს სდებია.გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? -ეს ჩემი სამშობლო მთებია!მე რაღაც იდუმალ მოლოდინს ვუნდები...ირგვლივ ზვირთებიადა გემი „დალანდი“, რომლითაც ვბრუნდები!