LXVI
უცნაური სასახლე
ამნაირი დარებით,კიდით კიდე დარებით,ფერის ფერთან დარებით,დღემ კოშკების ამალახან ეთერში ამალადა ქარივით ამალა.ცვივა ლურჯი ფარული,მოგონება ფარული,ფართან ლანდი ფარული.ყველაფერი სადაა,მაგრამ, მითხარ, სადააის, რაც ალერსადაა?ველი წამით ნაწამებს,პოეზიით ნაწამებს,რასაც იტყვის ნაწამებს:დასთა უცხოთ დასობას,თვალთა ქროლვით დასობას,ხანჯლის გულში დასობას.მარმარილომ და თასმა,შადრევანმა ათასმა,ლაჟვარდები ათასმა.აჩონჩხილო შენობა,მშვენიერო შენობა,მომკლავს მე უშენობა!