LXV
მზადება გასამგზავრებლად
უცებ დადგა მაისი ნელი და შემპარავი!ფორთოხლების რტოებში აზვირთდნენ ნიავები;რადგან არ მაქვს სამშობლო, რადგან არ მყავს არავინ,ისევ უცხოეთისკენ მიმაფრენენ ნავები!
ლურჯი იალქნებისგან, ვიცი, რა დარებია!ოჰ! ამდენი ოცნება სულმა ვეღარ დალია,რადგან მთელ სიცოცხლეში არვინ არ მყვარებია -მე მიყვარს საფრანგეთი, ალპები, იტალია!