LXVII
მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველაარ გავიარე - რაა მამული?!წინაპართაგან წავიდა ყველა,სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა,და მელანდება მე მის წიაღშიმოხუცი მამა, მოხუცი მამასასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტიმასზე ოცნებას დაემგვანება!ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!