LXIV
აუზისაგან
ჭოგრიტით მზერა, ხელთათმანი... შენ აისრულესურვილი დიდი და დაბურულ ბაღის დარდები,ლაღი ირემი სიყვარულით ხარ დაისრულიწყურვილმოკლული აუზისაგან მიემართები.
შენ მოგდევს კოცნის გამძაფრება და თვითეულიძარღვი ხელების... შავი ხალი მაღალი ყელის.შენ გელის დაფნა, შენ დიადი დიდება გელის,პოეტო! არვინ არ ყოფილა ესდენ ძლეული.