გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LVI

პრიმიტივი

ყოველ თეთრ ღამეს, მთვარიან ღამესვიღაც სალამურს გრძნობით ატირებს,ვარსკვლავნი რთავენ ამ დროს მიდამოს:უცხო ღელეებს, ცისფერ ნაპირებს.გამჭვირვალე ცა თვალებს იტაცებსდა მთვარე რონინს უფრო ახშირებსდა გულიც ამ დროს უფრო ხშირად სცემსდა ცრემლი თვალთგან რბენას აპირებს.მთებს სძინავს. სძინავს, სძინავს მდინარეს,შორი სივრციდან ვერცხლივით მბზინავს.აფრთოვანება აგიჟებს თარებსდა ისარის ფრთით ფიქრი მიფრინავს.და მჯერა: ვინმე განთიადამდეისმენს ამ ოხვრას და მწარე გმინვას,კივის... დაეძებს ნათესავ ლანდებსდა ყველას სძინავს, სძინავს... ოჰ! სძინავს.