გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LV

დამშვიდობება

ეტლს თან მიჰყვება მყუდრო სოფელიდა შემოდგომა შეუდარველი:ქალწულთა ბედი და ღვთისმშობელიიყოს მარადის შენი მფარველი!ნურავინ ქვეყნად ნუ დარდობს შენზე,ბედნიერებას შენ აღარ ელი.უფალი იყოს ცოდვილის შემწე,მადონა იყოს მისი მფარველი.