LIV
სახლი ტყის პირად
ეხლაც ჩემს თვალწინ არისთქვენი ბინა ტყის პირადდა საღამო მდინარის,გახელილი ცისფერად.მთავაზობდით დები ვარდთდა ამბობდით ლანდებით:„თქვენ ისეთი კარგი ხართ,თქვენ პოეტი ბრძანდებით“.და გავიდა ივლისი,და მოვიდა, წამებო,შფოთიანი ტფილისი:პოეტების სამეფო!