გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XLIX

ედგარი მესამედ

ჩვენ მივდიოდით ტაძრისკენ ორი.იყო საღამო. ლოცვები. ზარი.და ჩვენს საოცარ გზაზე, ლენორა,რტოებს ტირილით ამტვრევდა ქარი.

ენატრებოდა ფრთებს სითამამეუზრუნველობის, შენი სიშორის!მაგრამ უეცრად ვიღაც მესამე,ვიღაც მახინჯი ჩადგა ჩვენს შორის.

და ჩვენ გვესმოდა ყრუ საუბარი:საცაა, მოვა სიკვდილის წამი!ტიროდა ქარი, კვდებოდა ქარიდა მოვდიოდით ტაძრისკენ სამი.