XLVIII
სიბერე
მე მიღალატეს ძველმა რითმებმა(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა -ეხლა რა ვუყო სპლინს, უხმო ჯალათს!ეჰა! მე ვამბობ: სად შემიძლიავებრძოლო ქალთა წყევლას, სიბერეს?წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიანდა შლიან შემკრთალ სურათის ფერებს.