გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

L

შენ და დემონი

საღამოვ, ვიცი, ბაღში შეხვალ ეკლესიიდანდა გაოცების მწუხარებას მასთან მიიტან.

თითქო ბეჭდებზე დაგეყრება ვარდების ცვარიდა სურნელებით აივსება შენი ლოცვანი.

და მხოლოდ ღამით იგრძნობს სული, როგორც სამებას:ყვავილებს და ცას, საუკუნო გამოსალმებას.

მოგონებები ელვარებენ ისევ ბეჭდებად,მოვა დემონი, დაფიქრდება და შეეჭვდება.

და სავანისგან სიზმარივით მიაქვს ღამის ქარსმხევალთ გალობა: შეიბრალეთ! იგი წმინდა არს!