XX
გული
მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთაგან ცრემლები მდივა:მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი!ფარულ ჯადოთი გზას რკალავენ, როგორც ეკვდერიდალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი ოცნებას სცვივაგაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი...დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი...ოჰ! რანაირი გულდაწყვეტით ბაღში მივდივარ!
აღმოხდა მთვარე! გაანათა უსივრცო ბაღი,მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი,მაგრამ მის გაშლას სიხარულით არ ვეგებები.
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები,თეთრი ძეგლები, და იმათ ქვეშ ობლად მარხიაგული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია.