გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XIX

სამრეკლო უდაბნოში

ზღაპრების თეთრი კვამლითქალთა სუნთქვაში დაფარულიყვავილთა სუნიოჰ! მე მომესმის შეყვარებულწამწამთ კანკალი,და მიყვარს ქარითან ფოლადივით ცივი სიტყვებითვეტყოდი ყველას:იანვრის თოვლი, იანვრის თოვლიაჭკნობს ჩემს სულში ნაადრევ იებს.და ჩემი სული, როგორც სამრეკლო,სწუხს:ცოდვილ ხელებს,დაფარულ ცოდვებს,დამალულ ღალატს,ნაზი ფრჩხილების გრძელ ზამბახებს.სწუხს:სხვაგვარ ცრემლებს,თეთრ ბეჭდების თვლებს -შიშველს, თეთრ ყვავილს...სწუხს ჩემი სული - ვით სამრეკლოცის უდაბნოში.