გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XVIII

ათოვდა ზამთრის ბაღებს

ათოვდა ზამთრის ბაღებს.მიქონდათ შავი კუბოდა შლიდა ბაირაღებსთმა-გაწეწილი ქარი.

გზა იყო უდაბური,უსახო, უპირქუბო.მიქონდათ კიდევ კუბო.

ყორნების საუბარი:დარეკე! დაუბარე!

ათოვდა ზამთრის ბაღებს.