XVII
ყორანი
ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანიდა სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში,თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი,წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი).
ყოველთვის მგონია: ჩემს სახელს ნაცნობიაჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით,უცნობებს ეძახის ფარული ხველებით -და მე კი თვალს მიხვევს ალერსით და ძმობით.
ყოველთვის მგონია, რომ სცივათ ნაპრალებსდა როცა ბნელ ღამით ბინაში ვბრუნდებით,ის მიცდის კარებთან მათხოვარ-ქურდებით:ტირილით წარსულში ვიღაცას მაბრალებს!