გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XVI

შემოდგომის ფრაგმენტი

ოჰ! ეს ფოთლები, ცვენილი ქარით,ეს მწუხარე და ნაზი ზმანება,ეს ყვავილები, ეს ცა, მითხარით,არავის თქვენგანს არ ენანება?

ჰაერი ოხრავს ფოთლების ფენითღონე-მილეულ მზის დაღალვაში.და ბილიკებზე წყნარი მოწყენითდაბინდულ წყვილად მიდის ქალ-ვაჟი.

ცხოვრობდა ვინმე... გულში ფარულიუთრთოდა ციურ შუქთა კამარა:ამქვეყნად სურდა მას სიყვარული,მაგრამ ვერავინ ვერ შეიყვარა!

იყო მეორე: დასწვეს, დასდაგესვნებებმა მისი მხურვალე გული.როდესაც ვარდთა სისხლიან ბაგესეწაფებოდა თვალდახუჭული.

ამ დღეებს მისდევს ჩუმი განდობა,ფერფლდება თვალთა ბანოვანებადა ასე მჭკნარი ახალგაზრდობანუთუ არავის არ ენანება?

ჰაერში ოხრავს ფოთოლთა ჩრდილი,სწუხს ლაჟვარდების მსუბუქი ქაფიდა შემოდგომის გზებზე დაღლილიმიდიან გრეი და ზეინაბი.