გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XV

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,და თუ როგორმე ისევ გათენდა -ღამე-ნათევი და ნამთვრალევიდაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამე-ნათევი და ნამთვრალევიმე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,შემოიჭრება სიონში სხივიდა თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედიგედი, დაჭრილი ოცნების ბაღით!შეხედე! დასტკბი ყმაწვილურ ბედისდაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,წინათ რომ ფეთქდენ ცვრებით, იებით, -ღამე-ნათევი და ნამთვრალევისავსეა ცრემლთა შურის ძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?შენს მოლოდინში ასეა ყველა?სული, ვედრებით განაოცებიშენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?საბედნიერო სად არის სული?ვით სამოთხიდან ალიგიერი,მე ჯოჯოხეთში ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზესიკვდილის ლანდი მომეჩვენება,განსასვენებელ ზიარებაზეჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივითგამაქანებენ სწრაფი ცხენები!ღამე-ნათევი და ნამთვრალევიჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,ჩემი ცხოვრების გზა სიზმარიადა შორეული ცის სილაჟვარდე!