XIV
გრადაცია
ფარულ ტკივილების ბაღი დაბურულიასეთ გრადაციით მიდის ფრთა-ზვიადი:ღამე - მარტოობის, მტევნით დახურული,ფარდა - იდუმალი, სარკე - იშვიათი.
ღამე ჩრდილოეთში უნდა გამეთია,როცა აზიიდან მოდის განათება -ათას საუკუნის მთელი ტრაგედიამოსდევს მოგონებას, როგორც ანათემა.
ხმალში გაწვევაზე ფიქრი უმიზეზო,შენზე ოცნებასაც ვიცი - რა დავარქვა!სინათლით იფოთლება ჩვენი ჩუმი ეზო...გასწი! მიმაქანებს თვალთა გადაკარგვა!