გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XIII

ალვები თოვლში

დაათრობს მთვარე თოვლიან ალვებსივლისისფერი ყინვის თასებით!სითეთრე შვენის მაღალ მწერვალებს,ვით სასძლოს ფარჩა და ალმასები.

მოკრიალებულ ჰაერში ოდესგულცივად ბრწყინავს ფარჩა ნათელი,ოჰ! ნეტავი არ შეირხეოდესგადაზნექილი სიზმრების წელი!

მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს,ჩამოიშლება შუქი - პირ-ბადედა უცნობ ღამის შორ საკურთხეველსუნდა ვუხმობდე განთიადამდე.

სდგას გაყინულთა ოცნებათ კრება:მთა თეთრი, როგორც გიორგის რაში...და უჩვევ ნათელს ეალერსებაჩვეულ სიცივის მძინარებაში.