გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LXXX

რამდენიმე დღე პეტროგრადში

დაეშვა თოვლი, ფრინველი ლიბრი,ბოლოდაწყობილ ფრთების ჭაღარითდა ჩონჩხებიან ხეების ჯიბრიდაფარა ნაბდით ნაყაჩაღარით.

რა სულიერიც არის ეს ქარი,ვიცით: მოგვწყინდა ბაიათები!გარეთ ატლასთა არტყია ჯარი,შიგნით შავი აქვს გულისნადები.

ქუჩა სიავის გრძნობამ შეფიფქა,თან მეფიცება ძმობას და დობასდა ყორანივით უცნობი სკრიპკაჩემს მხართან ტირის უამინდობას.

კარგია ძილი რკინაზე მძიმე!ან უცხოეთში უგზოდ დაკარგვა!კარგია თოვლი, კარგია წვიმა,მაგრამ, უცნობო, შენ რა დაგარქვა?

და, როგორც ყორანს დააქვს ბრჭყალებითჰაერში ნაზი ხელები ქალის, -სიმები სწეწენ შეუწყალებითამ გაგიჟებას, ვედრებას, ხალისს.

წყებათ დალეწილ ზარების დარდი,დაღლილ ცხენების სუნთქვა და შური.მე, ნოემბერი და პეტროგრადი -ასეთი კარგი და უდაბური.

და მარტოობამ სხვა ქადაგებითგაიგო ჩემი: ვარ გაძარცული!ამ უცხო ნისლის ბარიკადებიმე მიყვარს, როგორც ჩემი წარსული.

ათოვს გამვლელებს და გულცივ ბაღებს,სად უნდა ნახო აქ თავის თავი?ვიღაცა დაჰქრის და ცეცხლს აჩაღებს,მეც ყაჩაღივით ვარ გამბედავი.

მაინც სად გაქრა ეს წერეთელი,ჩხეიძეც გაქრა, როგორც ასეთი!ვიყავი ჩემთვის. ეხლა წერტილი:სიკვდილი ერთი და უცაბედი.

და როცა ცეცხლში ქანაობს ლავრა,ბრმების თუნუქებს ტეხენ ლოთები,ლავრაში ლოცვა ვერ დავამთავრედა კალუგისკენ გზებს ველოდები.

თან ასე ვფიქრობ: ეს ბავშვი ტირის!მე კი, რადგანაც გამძარცვეს გუშინ,გავყიდი გაზეთს, გავყიდი ირისს,ან და რევოლვერს დავიცლი გულში!