LXXV
მწოლარე
იყო ის მწუხარება - ბალახებში მწოლარედა ეფინა ალვათა ხეივანის სუმბული,მიდიოდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარიდა მახლობლად კიოდა მეთორმეტე ბულბული.
და ფოთლების შრიალი იყო, როგორც ოპერა,შორეული ბაღები, მედეას ხნის კამარა.უცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა,მიეფერა დაღალულს და ზღვებს გადააბარა.
კითხულობდა პოეტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს -და ლანდები ჩქარობდენ ოცნებების კიდეზედა ვერ წარმოედგინა ბედნიერს და მშვენიერსცა უფრო უმაღლესი, ცა უფრო უდიდესი.