LXXIII
სასწაულს
შეუნდე, შეუნდე, შეუნდე ბნელ-ცოდვილს,ლჲუციფერს, ჩემს სულში ავობით მძვინვარეს,ლჲუციფერს, მრისხანე ვეფხვივით დაკოდილსდა ეხლა მძინარეს.
შეუნდე, შეუნდე ჯოჯოხეთს - ჩემს თვალებს.შეუნდე ჩემს ხელებს, ბოროტად დაღალულს,მე შენი უმანკო ნათელი მაწვალებს,მე ველი სასწაულს.