გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LXII

მფარველი იალქნები

გამოჩნდებოდა შემოდგომა ჩემი მფარველი,როდესაც სულში დაჭკნებოდა ათასი ვარდი,საბედისწერო ბედის ბილიკს გადავიარდითუ ქარიშხალი მატარებდა განუქარველი.

და მისი ხმები მომესმოდა: ზღვაო, დაწყნარდი!შენ, ქარიშხალო, დასავლეთის გზებით წარველი.მე მგზავრი მგოსნის ანგელოზი მქვია მფარველი,სული იმისი სხვანაირად არის წარმართი.

ოჰ! რა ოცნება იყო ჩემთვის ასეთი ხმები!უღრუბლო ზღვაზე მისცურავდენ მძიმე გემებიდა დროშათ გროვა, დაწეწილი და დაქანცული.

შორით მოსჩანდნენ იალქნები და უფრო შორითდატევებული ქარიშხალთა წითელ იზორითეხლა საამოდ ელვარებდა თეთრი კუნძული.