გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LXI

სანთელი

ღამის ნათელში, მტვერში, მთვარეში,მიყვარდა სულის შეხება შენი,თბილისის დაღლილ ქარის თარეში,კოშკები ძველად ნაგებ-ნაშენი.მსუბუქი ალით გზებს ეკიდებატალღები ნელი და სურნელება,მე მახსოვს შენი ძველი დიდებადა განშორება აწ მეძნელება.ყოველდღე მოდის ახალი ტალღამყვირალა, სუსტი და დღევანდელი,და დროშასავით მე მიმაქვს მაღლასანთელი... შენი სული, სანთელი.