VI
თოვლი
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლისქალწულებივით ხიდიდან ფენა:მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლისდა სიყვარულის ასე მოთმენა.ძვირფასო! სული მევსება თოვლით:დღეები რბიან და მე ვბერდები!ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდუდაბნო ლურჯად ნახავერდები.ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,მაგრამ მე მუდამ მემახსოვრებაშენი თოვლივით მკრთალი ხელები.ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.იელვებს, ქრება და კვლავ იელვებსშენი მანდილი ამ უდაბნოში...ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლისჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლისდა ზამბახების წყებად დაწვენა.თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯიდა დაღალული სიზმრით დამთოვა.როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!არის გზა, არის ნელი თამაში:და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაშიერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინმშვიდი დღეების თეთრი ბროლება,მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაშიდა თმების ქარით გამოქროლება.მომწყურდი ეხლა, ისე მომწყურდი,ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...თეთრი ტყეების მიმყვება გუნდიდა კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯიდა დაღალული ფიფქით დამთოვა.როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!