V
მარიამ ანტუანეტა
შორეული ქალის ეშხიმოვა... მაგრამ როდის?სიყვარული სასახლეშიმხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,ბედი რჩეულ ფერის:სიცოცხლეში თეთრი გედიმხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვად არისდენდის... მეფე მონის.ქარში ათრობს არემარესოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზეჩნდება სახე-მკრთალიშუაზელი, ესტარგეზიდა თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,ჩემი ძველისძველილექსი არის უნებურისიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებითმე ვერსალის ბროლი,მაცდურ თვალის გადევნებითმტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯა რაშიმიქრის საშიშ-ჩქარიდა ბილიკთა ლურჯ ქვიშაშიმიაქვს მძაფრი ქარი!
მიქრის დალალგადაყრილიდოვინ, დოვენ, დოვლი:თოვლი, ფიფქი და აპრილი,ვარდისფერი თოვლი.