გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LVIII

ცამეტი წლის ხარ

ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეაჭაღარა გულის ზმანება ავი, -ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გაივლის კიდევ ცამეტი წელი,მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,ატირდება დრო და ჩემი ლექსი.

ოჰ! როგორ მიდის ახალგაზრდობა,დაუნდობელი სურვილი ლომის!და ყოველივე როგორ ნაზდება,როცა ახლოა მზე შემოდგომის.