გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXII

ატმის ყვავილები

რტოებში ავობს ბებერი ქარი,ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს.ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,ნანაობს ქარი და მიქანაობს.

და ქარი შეხვდა ატმის ყვავილებს,ვარდისფერ ღილებს შეატყო ჟრჟოლა,ფრთა დაატოლა გაუშლელ ღილებს,დაწვდა ბილილებს და აათრთოლა.

ატმის ხე იდგა თაიგულივით,იქ მას მილევით უთრთოდა სული!შორით მოსული გაზაფხულ სხივითდა ნამთა მძივით გარემოცული.

ატმის ხე იდგა, ვით ნაზი ქალი,ვით დედოფალი უცხო მხარეში:სინარნარეში სწვავდა მზის ძალიდა გრძნობათ ალი - სიმწუხარეში.

ატმის ხე შლილი ოცნებას ჰგავდა,როცა ღელავდა მზით აღჭურვილი,მე მისი ჩრდილი ხშირად მხიბლავდადა ხშირად მწვავდა ტრფობის სურვილი.

მაგრამ ეწვია ატმის ხეს ქარიდა ფრთა მედგარი შემოახვია,ეხლაც ატყვია ხეს განაბზარი,ყვავილთა ღვარი რომ დააფრქვია.

როგორც პეპლები მშვიდი და ფრთხილი,შემდეგ აშლილი და აფრენილი -გადაცვენილი ატმის ყვავილიიყო დაღლილი და მოწყენილი.

ოცნებათ რიგი თვალს მიეფარა!მტვრით გაისვარა წყალთა ლიკლიკი,ყვავილი იგი მოკვდა და ჩქარაწითლად დაფარა ბაღის ბილიკი.

ბაღის ბილიკზე მივდივარ და თანგაძრცვნილ ატამთან ზღვები გროვდება,საღამოვდება და მზის ჩასვლასთანთანდათან მწუხრი მიახლოვდება.

მე აღარ ვდარდობ... რა მსურს, რას ველი?ვით მზის ნათელი და ღამის ჩრდილი,მეფობს სიკვდილი - ჭკნობის მსურველი!გაქრა სურნელი, დაჭკნა ყვავილი!