გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

LXXI

მე მოვალ

ძვირფასო, ძვირფასო, ბედი კლავს ჩემს სხეულს,თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულსვიღაც ფრთებს მიკვეცავს... ეჰა, ვიტანჯები!

ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდანძახილი უცნობი. მსუბუქი ცისმარი:„მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!“