გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XLVI

როგორ ებრძოდენ ზარებს ზარები

ეს მე ვარ, ქარი, ეს მე ვარ, ქარი,დავქრივარ ბარად, ვოცნებობ მზეზე...ერთმევა ფერი ყვითელ არეებს...მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი.აცივდა გარეთ, დაცავივდა ფარჩა,აწვიმდა ყველგან, შხამთა მიზეზი:მანტიით მხრებზე, თეთრი გვირგვინით,ელვარე გზებით მოდის ზამთარი!დამჭრეს! ეს მე ვარ! ეს მე ვარ, ქარი.გამიღეთ კარი, გამიღეთ ჩქარა!მე მომდევს ცივი საშინელება,მე მომდევს ჩემი ცოდვილი გული.ჩემთვის უცხოა სითეთრის რკალიდა ნათელივით არის აშკარა,იუდას სახე, კაენის ლანდიდა ღამეების შავი გუგუნი.მოდის ზამთარი, მოდის სიცივე,მოდის სიკვდილი... ჰე, ლურჯა რაშო,მედგრად, კივილით მოედე ტყეებს...უსწორო იყოს შენი ავდარი!შენთვის სამოთხედ გადაიშლებაღამე უვნებო და ურიჟრაჟო.ეს მე ვარ, მე ვარ, ეს მე ვარ, ქარი...მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი.მე ისევ მიყვარს დაღლილთა ცრემლიდა ბრძოლა, ბრძოლა მოუსვენარი,ქარიშხლიანი მეხი და ელვა,რისხვით მრისხანე ტალღებთან შებმა,ყელამდე მოსულ ვარდების გროვადა დამსხვრეული სწორი კენარი...სხვა სიყვარულის მოგონებები,დაე, აღმინთონ მოგონებებმა.სანამდე დროშებს ეძებდა თვალი,დროშები ქარში გაშალეს უცებ!დღითა და ღამით, დღითა და ღამითგრგვინვით ებრძოდენ ზარებს ზარები.მოსკდა კიდეებს, გასცდა ნაპირებსდა გრიგალივით მოედო ქუჩებს,სისხლის, ტალახის, ცეცხლის და წყალისზვირთი, ყველაფერს ნაზიარები,იდუმალ ფიქრთა ჯაჭვაწყვეტილი,აღელვებული მორევის ქაფი,არეულ ჯურღმულთ აღმოჩინებით,სავსე საზარლად მცურავი მკვდრებით -მოედო ქალაქს, მოედო სოფლებს,ისევ მონახა ბნელი სარდაფი.შებოჭა ერთი მძლეველი ძალითდა გადალეკა აღფრთოვანებით.დაეცა კრემლი! და ნაფოტებადიქცა წარსულთა ტანჯვათ მიზეზი.მე ვალმოხდილი ისევე ველი,როგორ მოჰყვება ავდარს ავდარი.ეს მე ვარ, მე ვარ, ეს მე ვარ, ქარი,ვისვენებ ახლა, ვოცნებობ მზეზე,ერთმევა ფერი ყვითელ არეებსდა მოკლული ვარ, როგორც აფთარი.