XLI
ავდრის მოლოდინი
წარსულმა ღამემ შენს ფანჯარაშიდათოვა თოვლი ია-ზამბახის!შენი ალვა დგას, როგორც დარაჯი,მზეთუნახავი და მკრთალი სახის.სისხლივით ელავს ფოთლები ვაზის,ბროლი, მარჯანი და ნელი რვალი,ხალივით მთვრალი ხაზი შირაზისალვაში შედის მრავალთ-მრავალი.ნელ ლერწებით და ვაზის მტევნებითმიყვარს ქალწულის დაგვირგვინება.წარსულს ჩვენ აღარ დავედევნებითდა არც ცრემლები დაგვედინება.ამ მწიფე მტევნებს დალეწავს ქარი.თუ მწიფობისთვემ შესცვალა დარი -მებაღემ მოსვლა თუ არ ინება!შენ სული გქონდა ისე კეთილი,ოჰ! სერაფიმის ცისფერი სული!ეხლა დაღლილი და დაფლეთილიარის ქსოვილი ფერ-მიღებული.ვის დაიფარავს სუსტი ქსოვილი?ვერც შენ, და ვერც სხვას... ცივია წვიმა!ქსოვილი წვიმის ცვრებით სოველი,წაიღო ქარმა, ქორმა, არწივმა.ფიქრები ქარის ქვითინში კვდება,ფიქრები კვდება ნისლში და ქარში:არ არის არსად ბედნიერება!ფიქრები კვდება ნისლში და ქარში.ეს მწუხარე და მწველი ზუზუნიმიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში!ძველ გაზაფხულის მღელვარე სუნიმიყვება ფიქრებს ნისლში და ქარში.ჩამავალი მზის მომაკვდავ ალებსისვრის ღრუბლები და დაღლილობა:მთებს, ირმებს, შველებს, ხევს და ნაპრალებსაწუხებთ ღრუბლის მძიმე ჭრილობა.