გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXXVII

მიცვალებულის ხსოვნა

გგონია: ბინდი ვარსკვლავთაგან გემუდარებადა შეშინება უმოწყალო სიმთვრალეს ბადებს.სახლის კარებთან უმოძრაოდ მდგომარე ლანდებსიცავს სიბნელე, შეეჭვება და მდუმარება.

ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს,ეს ცოცხლებია? არა! გზებზე მიდიან მკვდრებიდა სიბნელიდან უბინაო მათი ცხედრებისამარისებურ უდაბნოში სტოვებენ ქალაქს.