გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXXV

გობელენი

იქაური ცა ფოთლით ქსოვილი,ლაჟვარდ თვალთაგან გადასულ ნამითმოველი ღამეს და შენ, სულამით!ჩემს მკვლელ - მიუვალ ღამეს მოველი.

ალერსთა უხვი და უხმო ველიდამფარავს ნისლთა წამოსასხამითდა დათრობაში ამ ღამის-ღამით,უხილავ გზებით შთავა ყოველი.

ტბის პირად, როცა ხეების ხელებსდაეკიდება მთვარე და ცვარი,დამთვრალი ბაღი გაშლის გობელენს...

შემოდგომის ცა - ასე დამწვარი,უჩინარ ჭკნობის ალთა დარევითტბას დავეცემი უხმოდ, მკვდარივით!