გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXXIII

ჩვენი საუკუნე

ღამეა. მთვარე. ხეივანი.- ოჰ, მეგობარო!მომჯადოებელ ვარდს ვეძახდიგუშინ რუსუდანს.- მაშ ეხლა უნდა მოგილოცო.- თუ გსურს მართალი,მე მშვენიერი მირჩევნიაყველას თამარი!რაც შეეხება ლამაზ ნინოს...(დაბოლოება წარმოითქმისსავსებით წყნარად:ხელი მეგობრის დაეჭდობამოსაუბრის ხელს).- დე, იყოს ასე! მაგრამ შერიფს...ოჰ, ეს შერიფი!(ორივე ერთად ხეების გზითგაისეირნებს.ლურჯდება ჰაერი.ენთება ღამე).- მე ველი ამეღამისე, როგორც კახაბერი.თუმცა ეს კაციგადასცდა ჩვენი საუკუნისგადამწყვეტ საზღვრებს.რაც შეეხება ჩემს ოცნებას...დღეს გონებაშისამი სახელი ღვთაებრივიუძველეს დროის ისევ მინათებს.უპირველესად რუსუდანი,- სს...შემდეგ თამარი იტრიიდან,- ჩუ...- უკანასკნელად ქეთევანი,- ...!- იცი: მე მზად ვარ ვაღიაროძვირფასი „მაშინ“.(ხან ალისფერი, ხან წითელიხის რტოებშიჩნდება სინათლეჩამავალი მზის).ასე ჩურჩულითმოდის ეს ორი, ხეივანისდახვეულ გზებით.სახლის ფანჯრებზე თეთრად ჰქრიანნაზი ფარდები.ჩამავალ მზეზეკანკალებენ მათი ჩრდილები.ყველა მათ ჩრდილებსსიყვარულით გადახვეული,რომელთაც მათი მოგონებაეალერსებაXII საუკუნიდან.