XXXI
პარალელი
იასამანთა გროვად გროვდებაგულში ვედრების ზღვა ნელი-ნელი,როცა ერთმანეთს უახლოვდებამყუდრო საღამო და ღამე ბნელი.განწმენდის შუქი სულს ეფარება,როდესაც პანი დაჰქრის ტყე-ველადდა ღამე სწრაფად მიეჩქარებადღის ელვარების მოსახვეველად.და, აი, ფერთა შეზავებაში,როცა შურივით იძვრის ოცნებაასე გადადის უკვდავებაშისივრცე, დუმილი და გაოცება.ასე, ნელობა ზაფხულის ველისდა ქარიშხალთა ცივი შვენებამწვავს, როს გოიას და ბოტტიჩელისსხვადასხვა ლანდი მომეჩვენება.სულ სხვაა მძლავრი გუგუნი ზარისდა მზის სხივებზე დამჭკნარი ია,დემონი ეჭვით სავსე მხატვარისდა სეგანტინის „Ave Maria“.