გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

III

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი,მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკლოშენს ფერხთქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადიოცნება, ნახაზი საგანთა უარით,ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,რომელსაც აზიის ცით გადავუარეთ.ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტიდა ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთიამაოდ გვინდოდა! მშვიდობით მარადის!ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები -საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,საღამო ნელდება და კვდება ვარდები...მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!