XXVII
სიკვდილი მთვარისაგან
წაკითხულ წიგნთა საღამოის მსუბუქი ბინდიარეებს მშვიდად, უდარდელად კვლავ ეფარება,მდინარეთ ლურჯი, ქაფიანი და მძიმე ზვირთიშავი ზღვისა და კასპიისკენ მიეჩქარება.ასეთ ფერებში შეერია მთების კალთებიდა სიბნელეში აიმართენ ბასრი კლდეები,დაიმსხვრა სადღაც იმედები და ხომალდები,შთაინთქენ მაღალ კუბოებში ცის კიდეები.მაგრამ უეცრად ყვავილივით გაიხსნა მთვარე:საამო, ნაზი, უხავერდო და უვნებელი,ჯერ დააგუბა თეთრ ღრუბლებში იების ღვარი,და გადაღვარა, ვით სირიის ნელსაცხებელი.წითელი, თეთრი და ყვითელი ფერების ტვირთითერატოს მარად გაფითრება და მდუმარება,მდინარეთ ლურჯი, ქაფიანი და მძიმე ზვირთიშავი ზღვისა და კასპიისკენ მიეჩქარება.