გალაკტიონიCrâne aux fleurs artistiques

XXV

საღამო

მთის გაგიჟებულ რუებს,ღვიით, ძენძით და ქვიშით,გრიგალი დააყრუებსმაცხოვრისადმი შიშით.და დედოფალი ალვაელვამ დაღუნა ცივმა.ასე გავიდა გვალვა,ასე მოვიდა წვიმა.ჯვარი, ლომი და კუროფარშავანგების არის.თვალთა ანგელოსთ შურო,შენ, ღვთისმშობელო კარის!ზარით ატეხილ გრიგალსდავით ნარინის ჯვარი,მარმარილოთა ფიქალსგადააფარებს მძლავრი.ან გაოცებას, რასაცმარად ანათებს ძელი,ისევ დაადებს რაზასშემოღამების ცელი.ან, როგორც ასომთავრულს,მუდამ შევამჩნევ ცაზე,სხვისთვის უხილავ-ფარულსმე რად გელოდი ასე.ჯვარზე გაკრული ელვა -ეს ჩემი დაა ლურჯი,ლურჯ ყვავილების თელვა,ახალგაზრდობა ურჩი.ჯვართან მისული სურო -მარტოობაა ქნარის...თვალთა ანგელოსთ შურო,შენ, ღვთისმშობელო კარის!