I
შემოდგომა „უმანკო ჩასახების“ მამათა სავანეში
ამ მაისს, ამ ივნისს, ამ ივლისსგადირეკს ნოემბრის ბაღები.მხურვალე ვნებები გამივლის,სასახლის ჩაქრება ჭაღები.
დარჩება აუზთან სანდალიდა ძველი ფოთლები, ყვითელი...რომანზე ისვენებს შანდალი,რომანში - შეშლილი სკვითელი.
ვეწვევი განდეგილ მამათა„უმანკო ჩასახვის“ სავანეს:იქ შავი თოვლივით დამათოვსჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენითვალები შეკრული კამარის:ჯვარს ეცვი, თუ გინდა! საშველიარ არის, არ არის, არ არის!
დაჰქრიან უდაბნო ქარები,მტანჯავენ და ვიცი: გახსოვარ!სამრეკლოს ანგრევენ ზარები...წმინდაო, წმინდაო მაცხოვარ!
გრიგალთა სადაურ შებერვასმისდევენ ფოთლების შვავები...თებერვალს უხმობენ, თებერვალს,სამრეკლოს ჯვარიდან ყვავები!
და ვიცი ღელვათა საგანი,როდესაც ღამეა უკუნი,და ჩემი მდუმარე საკანი,და ცეცხლის მფარველი გუგუნი.
ერთგვარად მიიტანს ამ სახისლოცვისთვის ზმანება-მტკივანი:გაზელებს - მგოსანი სასახლის,ხელთათმანს - სასახლის მდივანი.