Home თასი ტიციან ტაბიძე

ტიციან ტაბიძე

by Galaktioni

ტიციან ტაბიძე (დ. 2 აპრილი ძვ. სტ. [21 მარტი]1895 — გ. 16 დეკემბერი1937) — ქართველი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი.

ტიციანი დაიბადა 1895 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში, მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძისა და ელისაბედ ფხაკაძის ოჯახში. პოეტმა განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც საკუთარ ბიძაშვილთან, გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად სწავლობდა, მოგვიანებით სწავლა გააგრძელა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში.

1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტშიფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც განიხილავდა იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. 1917 წლის ნოემბრიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.[1] სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო „ცისფერი ყანწების“ ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში, რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“.

ტიციან ტაბიძეს ეკუთვნის თარგმანები ფრანგული და რუსული ენებიდან. მან თარგმნა პუშკინისბუნინისმაიაკოვსკისარაგონისა და სხვათა ნაშრომები. 1935 წელს მოსკოვში გამოიცა მისი პოეტური კრებული რუსულ ენაზე. ტიციანის ლექსები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, პოლონურ, იტალიურ და სხვა ენებზე.

ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე. 1937 წელს, საბჭოთა რეპრესიების დროს, ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს. ტიციანის სახელი დატანილია 1937 წელს რეპრესირებულ, უსაფლავო, ცნობილ მწერალთა და ხელოვანთა სიმბოლური საფლავის მემორიალზე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა   პანთეონში.

1920 წელს ტიციან ტაბიძე დაქორწინდა ნინა მაყაშვილზე. ჰყავდათ ქალიშვილი ტანიტ (ნიტა) ტაბიძე

ამ სიახლეებმა შეიძლება დაგაინტერესოთ

ჩვენს შესახებ

ილია ჭავჭავაძე: “ჩვენი საქმე
საქართველოს ხალხის ცხოვრებაა,
მისი გამჯობინება ჩვენი პირველი
და უკანასკნელი სურვილია”

გამორჩეული სიახლეები

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ვებ გვედი და მიიღეთ ჩვენი სიახლეები თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.

@2024 – ყველა უფლება დაცულია Galaktioni.GE