Home სიახლე 23 თუ 26 ევროპის ჩემპიონატზე – უეფა მწვრთნელებს მოუსმენს

23 თუ 26 ევროპის ჩემპიონატზე – უეფა მწვრთნელებს მოუსმენს

by Galaktioni

23 თუ 26-კაციანი განაცხადი იქნება ევრო 2024-ზე? დღევანდელი მდგომარეობით თითოეული გუნდის საბოლოო განაცხადში 23 ფეხბურთელი უნდა იყოს, თუმცა, 8 აპრილს მონაწილე გუნდებთან სემინარი გაიმართება და ამასთან დაკავშირებით უეფა მწვრთნელების მოსაზრებებს მოისმენს. ამ კუთხით ნებისმიერი იდეა განიხილება და შეფასდება – ნათქვამია უეფას პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე კორონავირუსის პანდემიის გამო უეფამ გამონაკლისი დაუშვა და გუნდების განაცხადი 26-კაციანი იყო. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზეც ფიფამ ეს კვოტა შეინარჩუნა, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით ევრო 2024-ზე ისევ ძველი, 23-კაციანი კვოტაა დაშვებული.

ამ სიახლეებმა შეიძლება დაგაინტერესოთ

ჩვენს შესახებ

ილია ჭავჭავაძე: “ჩვენი საქმე
საქართველოს ხალხის ცხოვრებაა,
მისი გამჯობინება ჩვენი პირველი
და უკანასკნელი სურვილია”

გამორჩეული სიახლეები

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ვებ გვედი და მიიღეთ ჩვენი სიახლეები თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.

@2024 – ყველა უფლება დაცულია Galaktioni.GE