ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ლევან შენგელიამ ევრო 2024-ის პლეი ოფში საქართველოსა და საბერძნეთის მატჩის 86-ე წუთზე მოედანი იძულებით დატოვა. ყველას ეგონა, რომ რაღაც სერიოზული დაემართა, რადგან ბერძენმა ფეხბურთელმა ფეხი მოარტყა და ძლიერი ტკივილი ეტყობოდა, მოედანი კი საკაცით დაატოვებინეს.
„საბედნიეროდ, ყველაზე ცუდი არ მოხდა. „პანაიტოლიკოსის“ 29 წლის ნახევარმცველს ტესტები ჩაუტარდა, რამაც აჩვენა, რომ ის ყველაზე უარესს გადაურჩა, მას მხოლოდ რამდენიმე კვირა გაუცდება“, – წერია ბერძნული კლუბის ინფოტმაციაზე დაყრდნობით.
„შენგელიას გადაუღეს რენტგენი, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და მცირე პრობლემაა“, – საქართველოს ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ