23 თუ 26-კაციანი განაცხადი იქნება ევრო 2024-ზე? დღევანდელი მდგომარეობით თითოეული გუნდის საბოლოო განაცხადში 23 ფეხბურთელი უნდა იყოს, თუმცა, 8 აპრილს მონაწილე გუნდებთან სემინარი გაიმართება და ამასთან დაკავშირებით უეფა მწვრთნელების მოსაზრებებს მოისმენს. ამ კუთხით ნებისმიერი იდეა განიხილება და შეფასდება – ნათქვამია უეფას პრესსამსახურის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე კორონავირუსის პანდემიის გამო უეფამ გამონაკლისი დაუშვა და გუნდების განაცხადი 26-კაციანი იყო. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზეც ფიფამ ეს კვოტა შეინარჩუნა, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით ევრო 2024-ზე ისევ ძველი, 23-კაციანი კვოტაა დაშვებული.