Home კულტურა მუხრან მაჭავარიანი გალაკტიონ ტაბიძეზე

მუხრან მაჭავარიანი გალაკტიონ ტაბიძეზე

by Galaktioni
„მეგობრები უნდა ვიყოთ!“ – ასე უწოდა მუხრან მაჭავარიანმა მოგონებას გალაკტიონ ტაბიძეზე:

“ის გალაკტიონი, რომელსაც მე მოვესწარი, სერიოზულად დალაპარაკების ღირსად არ თვლიდა არავის; ადამიანზე გული ჰქონდა აყრილი და იმიტომ თუ თავს არავის უყადრებდა, – არ ვიცი! – ეს კია, რომ ყველას აგდებულად ეპყრობოდა.

გიამბობთ გალაკტიონთან ჩემი შეხვედრებიდან ერთს:

ვარ 20 წლის. არ მაქვს გამოქვეყნებული არც ერთი სტრიქონი. მწერალთა საზოგადოება მიცნობს მხოლოდ ზეპირად წაკითხული ორიოდე ლექსით. ილია ჭავჭავაძის დღეებია. ვდგავარ მაჩაბლის ქუჩაზე. მწერალთა სასახლიდან გამოდის გალაკტიონი. მკლავზე ხელს მკიდებს და მეუბნება:

– წავიდეთ, ძამიკო!

გვხვდებიან რეზო ჯაფარიძე და რეზო ინანიშვილი.

გალაკტიონს მოჰყავს ისინიც. ჩავდივართ სარდაფ-დუქანში.

ვსვამთ თავგამეტებით. ვახსენებთ ილიას.

ვკითხულობ გალაკტიონის ლექსს „წიწამურში რომ მოჰკლეს ილია“. გალაკტიონი მაჩერებს და მკოცნის.
რეზო და რეზო ხარობენ, მთხოვენ წავიკითხო ჩემი ლექსი ილიაზე. მერიდება.

– თქვი, ძამიკო, თქვი! – მამხნევებს გალაკტიონი.

„ამოიქროლა მთაწმინდაზე ქარმა მსახვრალმა“… – ვკითხულობ.

გალაკტიონს თვალები ცრემლით ევსება და ხელით მანიშნებს, რომ გავჩერდე:

– დღეიდან მე და შენ მეგობრები უნდა ვიყოთ!

შენ თვალები ქუჩიშვილს გიგავს, გიორგი კი ჩემი კარგი მეგობარი იყო…

გავიდა დრო. გალაკტიონის სიტყვა სიტყვად დარჩა. ახლო მეგობრები ვერ გავხდით.”

ამ სიახლეებმა შეიძლება დაგაინტერესოთ

ჩვენს შესახებ

ილია ჭავჭავაძე: “ჩვენი საქმე
საქართველოს ხალხის ცხოვრებაა,
მისი გამჯობინება ჩვენი პირველი
და უკანასკნელი სურვილია”

გამორჩეული სიახლეები

გამოიწერეთ სიახლეები

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო ვებ გვედი და მიიღეთ ჩვენი სიახლეები თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე.

@2024 – ყველა უფლება დაცულია Galaktioni.GE