159
გამარჯობა, აფხაზეთო, შენი! –
ლურჯო მთებო, თეთრო სანატორია!
მომენატრა მზე, სინათლის მფენი;
მომენატრა ზღვა, რომელიც შორია.
მომაგებე შენ იგივე პალმა,
სად ოდესმე მშვენიერმა ქალმა
გადიწერა ჩუმად ლექსი ჩემი;
მომაგებე მშობლიური გემი,
მომაგებე მშობლიური მიწა,
შენი ძველი მეგობარი მიცან.